"დაჩოქილი გთხოვთ, შვილის გადარჩენაში დამეხმარეთ!"

"დაჩოქილი გთხოვთ, შვილის გადარჩენაში დამეხმარეთ!"

7 წლის ელენე დევაძეს არაჰოჩკინის ლიმფომის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუდგინეს. ამაზე მეტი განსაცდელი და ტკივილი რა უნდა იყოს, მისი დედ-მამისთვის ან თავად ელენესთვის, რომელიც უკვე 9 თვეა იაშვილის კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსს გადის. ამ ხნის განმავლობაში გოგონას ფიზიკური ტკივილები და სისუსტე აწუხებს, მის მშობლებს კი გაუნელებელი დარდი - რა ელის მათ შვილს?

"არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, იმიტომ მჯერა, რომ უფალი ჩემს შვილთან იქნება"! - მითხრა ელენეს მამამ, ზაზა დევაძემ. მისი 7 წლის გოგონა ისე გმირულად ებრძვის სიმსივნეს, არ შეიძლება ეს ბრძოლა მარცხით დასრულდეს. ოღონდ ელენეს ამ ბრძოლაში ჩვენც შეგვიძლია წავახმაროთ ხელი.

"კვირის პალიტრამ" და მისმა მკითხველმა უკვე არაერთი პატარას გადარჩენაში შეიტანეს წვლილი, ჩვენ ელენეს გამარჯვებაში წვლილის შეტანაც შეგვიძლია.

ზაზა დევაძე:

- სიზმარად ნახვას რომ არავის ვუსურვებ, ისეთი უბედურება შემოვიდა ჩემს ოჯახში. რომელმაც ჩემი სიცოცხლით სავსე და ლამაზი შვილი ისე დამისუსტა, რომ როცა ვუყურებ, მეტირება და რომ არ ვიტირო, მსახიობობას ვიწყებ. ვეხუმრები და ვეთამაშები,… თუ ამდენი შეგვეძლო მე და ჩემს ცოლს, ამას როგორ წარმოვიდგენდით. ისიც ჩემსავით მსახიობობს იაშვილის საავადმყოფოში, რომ ბავშვს არ აგრძნობინოს, რა მძიმედ გვაქვს საქმე.... ამას როგორ წარმოვიდგენდით, - ჩემი შვილი ისეთი ცელქი და მხიარული იყო, თითქოს ჩვეულებრივი სიარულიც არ ეხერხებოდა თითქოს დაფრინავდა…არასოდეს არაფერი წამოსტკიებია. შარშან ზაფხულს სოფელში რომ გავუშვი, ვფიქრობდი, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო... თურმე რა გველოდა, - ისეთი ლიმფომა გაუჩნდა, რომ სამ თვეში 14 სანტიმეტრი სიდიდის გახდა.… 7 წლის ბავშვს 14 სანტიმეტრის სიმსივნე რომ აღმოაჩნდება, როგორ ჭკუაზე უნდა იყოს მისი მშობელი?

- ელენეს მდგომარეობის დამძიმება როგორ დაეწყო?

- როგორც კი ჩემმა ცოლმა, ყელში ამობურცული სიმაგრე შენიშნა, მაშინვე დაბალი ტემპერატურა და სისუსტეც დაეწყო. ჩემი ძმა, რომელიც სოფელში ცხოვრობს, ექიმია; ის მიხვდა, რომ საქმე კარგად არ იყო და პირდაპირ იაშვილის კლინიკაში ჩამოიყვანეს… რეანომობილით. მას შემდეგ ამ საავადმყოფოში ვართ, მხოლოდ ქიმიოთერაპიის პროცედურებს შორის ვისვენებთ. მივდივართ სახლში და შიშით ველოდებით მომდევნო ქიმიოთერაპიას……

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია