ახალ ზელანდიაში პირველი პასტაფარიანული ქორწილი გაიმართა

ახალ ზელანდიაში პირველი პასტაფარიანული ქორწილი გაიმართა

მფრინავი სპაგეტის მონსტრი, მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის, იგივე, პასტაფარიანიზმის მთავარი ღვთაებაა. რამდენიმე დღის წინ, ახალ ზელანდიის ქალაქ აკაროაში, პირველი ლეგალური საქორწინო ცერემონიალი გაიმართა.

ახალდაქორწინებულებმა, რომლებიც მეკობრეების ფორმებში იყვნენ გამოწყობილები, განაცხადეს, რომ მათი რელიგიის წესების თანახმად, ისინი აუცილებლად მეკობრეები უნდა ყოფილიყვნენ.

"მფრინავი სპაგეტის მონსტრი" პირველად, 2005 წელს, ბობი ჰენდერსონმა აღწერა.

სატირული შინაარსის ღია წერილში, მან კანზასის შტატის განათლების პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც საჯარო სკოლების სამეცნიერო კლასებში, გონივრული ჩანაფიქრის თეორიის, როგორც ევოლუციის ალტერნატივის, სწავლებას ისახავდა მიზნად.

წერილში ჰენდერსონი მასხრად იგდებდა კრეაციონისტულ იდეებს და აცხადებდა, რომ როდესაც მეცნიერები ატარებენ რაიმე კვლევას, მაგალითად ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის ძიებას, ზებუნებრივი ქმნილება რომელიც ძალიან წააგას სპაგეტსა და გუფთებს, "იქ არის და ცვლის კვლევის შედეგებს საკუთარი ატრიის საცეცებით". იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია