მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეს დაიწყება

მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დღეს დაიწყება

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 18 აპრილიდან დაიწყება. ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველ სხდომაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100-კაციანი სია შედგა, რომლებიც ნაფიცი მსაჯულობის სავარაუდო კანდიდატები არიან.

მაშინდელ პროცესზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მონაწილეობით ასევე დამტკიცდა კითხვარი, რომელიც ნაფიცი მსაჯულობის სავარუდო კანდიდატებს გადაეგზავნათ. პროცესს თავად მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძეც ესწრებოდა.

საქმეზე მორიგი სხდომა დღეს, 11:00 საათზე ჩაინიშნა, რომელზეც იმ 100-კაციანი სიიდან ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ