ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი სამგორის გამგეობის თანამშრომელი დაკავებისას გაიქცა და ავარიაში მოყვა

 ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი სამგორის გამგეობის თანამშრომელი დაკავებისას გაიქცა და ავარიაში მოყვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გიორგი გვენეტაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით, 300 ლარის გადახდა დაუწესა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებისას გიორგი გვენეტაძე შეეცადა გაქცეულიყო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს.

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ