აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის ტურისტული პოტენციალი ჩინეთში, პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე COTTM წარადგინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, გამოფენაზე დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს სტენდთან მისულ ვიზიტორებს, რეგიონის ტურისტული პროდუქტების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალების გაცნობისა და აჭარაში დასვენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნების გამრავალფეროვნებისა და ახალი ბაზრების შესწავლის მიზნით ჩინეთის გარდა, მონაწილეობას იაპონიის, სამხრეთ კორეისა და დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებშიც გეგმავს. რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ახალი კონტაქტების დამყარების მიზნით ასევე იგეგმება აჭარის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია დუბაისა და ბაჰრეინში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აზიურ ბაზარზე რეგიონის რეკლამირებას წელს პირველად ახდენს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სულ, მიმდინარე წელს დეპატამენტმა აჭრის რეგიონი 11 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. წლის ბოლომდე დეპარტამენტი დამატებით 6 ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია