უილიამ ლაჰიუ - ნატო-ს 28 ქვეყანას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება

უილიამ ლაჰიუ - ნატო-ს 28 ქვეყანას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება

MAP-ი წინა ხელისუფლების დროს პოლიტიზირებულ საკითხად იქცა, რის გამოც, ნატო-ს წევრ 28 ქვეყანას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლაჰიუს თქმით, MAP-ის მინიჭება ტექნიკური საკითხია, თუმცა ის ძალიან მაღალ დონეზე პოლიტიზირებულად" იქცა.

მისივე განმარტებით, ნატო-ში ინტეგრაციის მთავარი ინსტრუმენტი და ასპექტი საქართველოში რეფორმების გატარებაა, რაც წარმატებით მიმდინარეობს.

"რეფორმები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მოკავშირე ქვეყნებისთვის, თუ როდის მიიწვიონ საქართველო წევრობისთვის. ბუქარესტის სამიტიდან გამომდინარე სულ ისმის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მთავარი კითხვა აქ არის, როდის? - ეს გახლავთ თემა პოლიტიკის და ტექნიკური საკითხების კომბინაციისა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებს აწუხებთ. მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს რეფორმების უწყვეტობას. მათ აინტერესებთ საქართველოს პოზიცია. ჩვენ ასევე ყველაზე მეტად ვაკვირდებით უსაფრთხოების პოზიციებს. რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას მხოლოდ ერთი გზით - თავდასხმის შემთხვევაში ყველა სხვა წევრი მხარდასაჭერად უნდა გამოეშუროს", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

ამასთან, როგორც ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მართალია, ალიანსის წევრობა არ იძლევა განათლების, ეკონომიკური განვითარების და სხვა საზოგადოებრივი ასპექტების განვითარების გარანტიებს, თუმცა "თავისთავად უსაფრთხოების გარანტია იქნება ქვეყნის აყვავების გარანტი".

"საქართველოს წინსვლისთვის ნატო-ს მიმართულებით რეფორმები უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო გახლავთ უნიკალური შემთხვევა ნატო-ს ისტორიაში, ვინაიდან ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს უცნაური შემთხვევაა. ნატო პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მხარში უდგას. ჩვენ ერთად გავივლით ინტეგრაციის გზას", - აღნიშნა ლაჰიუმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."