აზარტულმა თამაშებმა უამრავი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედია განაპირობა. სამწუხაროდ, ამ გატაცების მსხვერპლნი უფრო და უფრო ხშირად ხდებიან მოზარდებიც. თავიდან მშობელი ვერც ამჩნევს, რა საშიშ მახეში ებმება მისი შვილი, მოგვიანებით კი უძლური ხდება ამ პრობლემის წინაშე. თამაშზე დამოკიდებულება უკვე მთელი თაობის პრობლემა ხდება. როგორ დავიცვათ მოზარდები ამ სენისგან, რა ეტაპზე შეუძლია მშობელს ვითარების გამოსწორება და როგორ უნდა შენიშნოთ, რომ მოზარდი თამაშობს. ამ საკითხებზე ფსიქოლოგი ანა მურვანიძე გვესაუბრება.
- გემბლინგის, იგივე ლუდომანიის - აზარტული თამაშების პრობლემა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კაცობრიობის რეალობად იქცა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საფრანგეთიდან იღებს დასაბამს. საკმაოდ სერიოზული და ძნელად გასამკლავებელი პრობლემაა, რადგან ნარკომანიის მსგავსი გამოვლინებები ახასიათებს, ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება, რაც ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. საერთოდ, სათამაშო ბიზნესის წესია, მოთამაშეს დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდეს, ამიტომაც კაზინოში შუქი არსაიდან არ შედის და ვერ იპოვით საათს. მათ უნდა დაავიწყდეთ ყველაფერი ამქვეყნად, თამაშის გარდა, რომლის დროსაც ფულს ხარჯავენ - ამდიდრებენ სათამაშო დაწესებულებას, თავად კი თავებს იღუპავენ.
ფსიქოლოგები ამ პრობლემას ფსიქიკურ პათოლოგიად განვიხილავთ, არიან ისეთებიც, რომლებიც ქრონიკულ დაავადებადაც მიიჩნევენ და არცთუ უსაფუძვლოდ.
- რეალურად, რა პრობლემებს უქმნის აზარტული თამაშები მოზარდებს გარდა იმისა, რომ ამაში ფულს ხარჯავენ, რომელსაც სხვადასხვა გზით შოულობენ...
- სამწუხაროდ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი თამაშზე დამოკიდებულია და ეს ხდება მათი ძირითადი საფიქრალი. ეს აფერხებს მათ პიროვნულ განვითარებას და პრობლემას უქმნის მათ სოციალიზაციას. განაგრძეთ კითხვა