”საქართველოს რკინიგზა” კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი ხდება

”საქართველოს რკინიგზა” კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი ხდება

სააქციო საზოგადოება ”საქართველოს რკინიგზა” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი ხდება, - ამის შესახებ ”ინტერპრენიუსს” ”საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს.

ხვალ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებას პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე მოაწერენ ხელს.

”ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოს ეროვნულსა და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს”, - აცხადებენ ”საქართველოს რკინიგზაში”.

კომპანიის ინფორმაციით, მხარდაჭერა 3 ასაკობრივ - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე გავრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია