რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა "აუდიტორია 115"-ის წევრებთან შეხვედრა გადადო, რამაც სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა "აუდიტორია 115"-ის წევრებთან შეხვედრა გადადო, რამაც სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ, რომელიც "აუდიტორია 115"-ის წევრებს უნდა შეხვედროდა, სტუდენტებს შეხვედრის გადადება სთხოვა.

დარეჯან თვალთვაძე "აუდიტორია 115"-ის წევრებთან მივიდა და მიმართა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ შეხვედრა მომავალში სხვა ფორმატით გაიმართებოდა, რომელშიც მონაწილეობის მიღებას უფრო მეტი სტუდენტი შეძლებდა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივამ "აუდიტორია 115"-ის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ შეიქმნება პრეცედენტი, როდესაც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მომავალში რექტორი არ გახდება.

დარეჯან თვალთვაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მის მთავარ მიზანს ამ ეტაპზე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მომზადება წარმოადგენს და ამ ეტაპზე რექტორობაზე არ ფიქრობს, რის შემდეგაც მან "აუდიტორია 115" დატოვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია