"როცა 2 კვირა შხაპს არ იღებ, ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ასე არ შეიძლება" - რატომ დასჭირდა "ტასო ბარნოვას" ფსიქიატრის დახმარება?

"როცა 2 კვირა შხაპს არ იღებ, ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ასე არ შეიძლება" - რატომ დასჭირდა "ტასო ბარნოვას" ფსიქიატრის დახმარება?

ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა მაშინ, როცა გარდატეხის ასაკში ოჯახის წევრი დავკარგე, - ეს განცხადება საზოგადოებისთვის ტასო ბარნოვას სახელით ცნობილმა მსახიობმა თათია სამხარაძემ "ეკა ხოფერიას შოუში" გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იგი დეპრესიისადმი მიდრეკილია და სტრესთან გამკლავებაში ექიმი-ფსიქიატრი ეხმარება.

"ყველაფერი დაიწყო ღრმა ბავშვობაში, როცა მე დავკარგე ოჯახის წევრი. ამის გამო ვარ მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა ამ ბოლო დროს ვისწავლე ემოციების კონტროლი. ამაში მეხმარება ექიმი, ფსიქიატრი, ქალბატონი ნინო. დედაჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც მიხვდა როგორ მიჭირდა და მისი რეკომენდაციით და ძალდატანებით მე აღმოვჩნდი ექიმთან... არ მქონდა სურვილი ორი კვირის მანძილზე, რომ ფარდა გადამეწია.

თავიდან ეს "ცუდად ყოფნა" მოგვწონს ადამიანებს, მეტი ყურადღებაა, მეტი სითბოა, მეტი ზარია, მაგრამ როცა ეს ზღვარს გადადის და საჭმელს აღარ ჭამ და ორი კვირა შხაპს არ იღებ, ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ასე არ შეიძლება. თუ შენ ვერ ერევი შენს თავს, მაშინ სპეციალისტი გჭირდება, ვინც დაგეხმარება."

პირადი ისტორიის გაჟღერების შემდეგ თათია სამხარაძემ ეთერიდან დედას მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია