ხმაური და დაპირისპირება გარევაჭრობის აკრძალვის აქციაზე და დაკავებული გარემოვაჭრეები

ხმაური და დაპირისპირება გარევაჭრობის აკრძალვის აქციაზე და დაკავებული გარემოვაჭრეები

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციაში, მაღაზიის მეპატრონეები, მაღაზიებში და ბაზრობებზე დასაქმებულები მონაწილეობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გარე ვაჭრობა ნებადართულია, რის გამოც ბაზარში და მაღაზიებში სავაჭროდ მოქალაქეები აღარ შედიან და პროდუქტებს ქუჩაში ყიდულობენ. მათივე თქმით, ეს მათ არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან საკუთარ პროდუქციას ვეღარ ყიდიან. მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეებს თავად გარემოვაჭრეები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მაღაზიების მეპატრონეებმა და ბაზრობაზე დასაქმებულმა პირებმა გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან" გადაინცვლეს, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობენ. აქციის მონაწილეები გარემოვაჭრეებს სთხოვდნენ, შეეწყვიტათ გარევაჭრობა და შესულიყვნენ ბაზრობის ტერიტორიაზე. გარემოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე საკმაოდ ძვირია გადასახადი, მათ ამის საშუალება არ აქვთ და სწორედ ამიტომ დგანან ქუჩაში.

აქციების გამო გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დააკავეს, მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. "გარემოვაჭრეებმა დღეს აქცია გამართეს, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, მას შემდეგ რაც პატრულმა მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, გარემოვაჭრეებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ოთხი მათგანი დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო აქციიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია