ზურა ყიფშიძის ოჯახი ფინანსურ კრიზისშია: "ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა..."

ზურა ყიფშიძის ოჯახი ფინანსურ კრიზისშია: "ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა..."

მოდელმა ლენუკა ყიფშიძემ ეკა ხოფერიას შოუში ყიფშიძეების ოჯახში არსებულ ფინანსურ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელოვანების პროფესიისადმი უყურადღებობამ, მათი პროექტებში ნაკლებად დაკავებამ ყიფშიძეებს სერიოზული მატერიალური პრობლემები შეუქმნა. ლენუკას თქმით, ცდილობს ოჯახის წევრები გაამხნევოს და მსახიობ მამასა და ძმას ხელების ჩამოყრის უფლებას არ აძლევს:

იხილეთ ვიდეო

"ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა. ორი თვეა სტრესშია მთელი ჩემი ოჯახი, შემოსავალი ნაკლებად არის და ყველა სათითაოდ, მამა, დედა, ძმა, მე, ჩემი შვილი, ყველა სტრესში ვართ. მე ოჯახში ყველაზე აქტიური ვარ და ვცდილობ გავამხნევო ყველა, შეეცადეთ, ყურები არ ჩამოყაროთ, ყველაფერი კარგად იქნება, პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს. მამაჩემი ამაზე ძალიან ბრაზდება ხოლმე: "პოზიტიურად ვუყურებ და რა, მერე?", ამბობს. მით უმეტეს, როცა ოჯახში რვა ადამიანი ვცხოვრობთ, ბავშვები არიან, ძალიან რთულია... ბევრ ესმის ალბათ, რას ნიშნავს ოჯახში რომ ფული არ არის", - აღნიშნა ლენუკა ყიფშიძემ საუბრისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია