ბან კი მუნი საქართველოში აღარ ჩამოვა

ბან კი მუნი საქართველოში აღარ ჩამოვა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა სამხრეთ კავკასიის ტურნე გააუქმა, - ამის შესახებ სომხური გამოცემა "მედიამაქსი" სომხეთში გაერო-ს ოფისის წარმომადგენელ არმინე ჰალაჯიანზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ჰალაჯიანს გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა განუცხადა. "სტეფან დიუჟარიკის თქმით, გენერალურ მდივანს სურს რეგიონში ვიზიტი, თუმცა, მას ამავე დროს სხვა ადგილას უწევს გამგზავრება სასწრაფო მიზეზების გამო. ამიტომაც, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის თარიღი გადაიხედება", - განაცხადა არმინე ჰალაჯიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-ოფისმა გააკეთა.

"საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-სთან დღეს გამართავს შეხვედრას გენერალური მდივნის კაბინეტის ოფისში ამ საკითხთან დაკავშირებით და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პან კი მუნის ვიზიტი საქართველოში 23 აპრილს იყო დაანონსებული, რის შემდეგაც ის 25 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში აპირებდა ჩასვლას. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში გენერალურ მდივანს ბაქოშიც ელოდებოდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."