დაპირისპირება მიკროავტობუსის მძღოლებს შორის - დაჭრილია ერთი მათგანი

დაპირისპირება მიკროავტობუსის მძღოლებს შორის - დაჭრილია ერთი მათგანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-ვაზიანის ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს შორის მომხდარი ინციდენტი, ერთ-ერთი მძღოლის დაჭრით დასრულდა.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ე.წ. ყვითელი და თეთრი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შორის მოხდა, რომლის დროსაც, ერთ-ერთმა მძღოლმა მეორეს სახის არეში დანა დაუსვა.

თბილისი-ვაზიანის ხაზზე მძღოლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ მარშრუტზე კომპანია ,,ინტერტრანსმა" ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები შეიყვანა. აღნიშნულ ხაზზე მომუშავე მძღოლებმა ყვითელი მიკროავტობუსების ხაზიდან მოხსნის მოთხოვნით ორი კვირის წინ აქციაც გამართეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია