ქართველი ძიუოდისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ქართველი ძიუოდისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ქართველი ძიუოდისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მარგველაშვილი ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს კოლინ ოატესს დაუპირისპირდება.

ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ბელარუსი დიმიტრი შერშანი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. მეოთხედფინალში რუსეთის წარმომადგენელ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანს მოუგო, მან მეტოქეს ჯერ იუკო, შემდეგ კი ვაზარი აუღო. მანამდე კი მარგველაშვილმა თურქი სინან სანდალი და პორტუგალიელი ანდრე სოარეში იპონით დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო: დავით ქევხიშვილის ემოციები ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლის დროს

დღესვე ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა. მან რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ ელიოს მანზის შეხვდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია