"გლდანი მოლში" წიგნების ფესტივალი გაიმართება

"გლდანი მოლში" წიგნების ფესტივალი გაიმართება

22, 23 და 24 პარილს წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრ "გლდანი მოლის" მე-3 და მე-4 სართულებზე წიგნის ფესტივალი გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ცენტრ "გლდანი მოლიდან" აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ პოპულარული ქართული გამომცემლობები: "პალიტრა-L", "დიოგენე", "წიგნები ბათუმში", "სანტა ესპერანსა", "ინტელექტი", "წიგნი+ერი", "არტანუჯი", "არეტე", "სიესტა", "ლოგოს პრესი", "საქართველოს მაცნე".

"გლდანი მოლის" ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში იმოქმედებს ფასდაკლებები და გარკვეულ საათებში ექსკლუზიური ფასდაკლებები წიგნებზე. გაიმართება სხვადასხვა გამომცემლობების წიგნების პრეზენტაციები, მოეწყობა შეხვედრები ცნობილ მწერლებთან და ჩატარდება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.

გარდა წიგნებზე დიდი ფასდაკლებებისა, სამი დღის განმავლობაში სტუმრებს ასევე შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ხელნაკეთი აქსესუარები.

"სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" - თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილი, მეტრო "ახმეტელის თეატრის" ამოსასვლელთან მდებარეობს. კომპლექსი 7 სართულისგან შედგება, რომელიც ერთ კომფორტულ სივრცეში სხვადასხვა ტიპის მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს აერთიანებს. "გლდანი მოლში" 100-მდე კომერციული ობიექტი ფუნქციონირებს, მათ შორის, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები.

"გლდანი მოლი" სამეზობლო ტიპის სავაჭრო ცენტრია, რომელიც უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. ეს არის კომფორტული სივრცე მომხარებლისთვის, სადაც ყველაფერია შოპინგის, დასვენებისა და გართობისთვის. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო შეგვექმნა გარემო, რომელიც საინტერესო და სასურველი იქნებოდა ოჯახის ყველა წევრისთვის.

"გლდანი მოლში" მოხვედრა ნებისმიერი ტრანსპორტის გამოყენებით არის შესაძლებელი. განსაკუთრებით მოსახერხებელია მეტრო, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებს კომფორტულ გარემოში შოპინგს, ხოლო შემდგომ ქალაქის ნებისმიერ წერტილში დაბრუნებას", - აცხადებენ სავაჭრო ცენტრში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია