ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მფლობელი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ქობულეთში დამწვარი სასტუმროს მფლობელი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელი ზაზა ართმელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ართმელაძის დამ ლია ართმელაძემ განუცხადა.

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, დღეს გამართულ სასამართლო პროცესს ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. "ჩვენ ვიცოდით, რომ პროცესი გადადებული იყო. სამსახურში ვიყავი, დამირეკეს და მითხრეს, რომ სასამართლო სხდომა გაიმართა და ჩემი ძმა დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს მხოლოდ პროკურორი, ადვოკატი და ზაზა ესწრებოდნენ. ჩემმა ძმამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის არც გაქცევას აპირებს და არც მოწმეებზე ზემოქმედებას. მოსამართლემ გირაო შეუფარდა და 50 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს", - აღნიშნა ლია ართმელაძემ.

ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში 5 თვე და 3 დღე იმყოფებოდა. 2015 წლის 10 მაისს, ქობულეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ