სად გადის ზღვარი ხუმრობასა და დანაშაულს შორის - ფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო მოქალაქეს, შესაძლოა, პატიმრობა მიუსაჯონ

სად გადის ზღვარი ხუმრობასა და დანაშაულს შორის - ფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო მოქალაქეს, შესაძლოა, პატიმრობა მიუსაჯონ

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კერძოდ, 11 აპრილს სულხან წულაძემ, რომელიც თბილისის ფორუმზე ცნობილია, როგორც მომხმარებელ "სპლიყვი", გახსნა სახუმარო თემა, სადაც ამერიკის ელჩზე "თავდასხმის" შესახებ წერდა.

მეტი დამაჯერობლობისათვის წულაძემ ტექსტს Google Map-იდან ამოღებული სურათი დაურთო, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველმა ორგანოებმა იგი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს (მუხლი 326, მეორე ნაწილი ) ედავებიან, რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს, შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს ჩაინიშნა.

სულხან წულაძის მხარდასაჭერად ფორუმზე გაიხსნა პეტიცია, სადაც ხელმოწერები გროვდება.

სად გადის ზღვარი ხუმრობასა და დანაშაულს შორის? და დასჯადია თუ არა იგივე ქმედება, როდესაც საქმე ჩვეულებრივ მოქალაქეს ეხება?

Allnews.ge კიბერდანაშაულის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხებში ექსპერტს, უჩა ზაქაშვილს ესაუბრა. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია