სიყვარული, რომელმაც ერეკლე II-ის შთამომავალი სამშობლოში დააბრუნა - ქართველი პრინცი და მოდელი მეუღლე საქართველოში გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ

სიყვარული, რომელმაც ერეკლე II-ის შთამომავალი სამშობლოში დააბრუნა - ქართველი პრინცი და მოდელი მეუღლე საქართველოში გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ

ეს ისტორია ზღაპარს გავს, ორი მთავარი გმირით. ერთი პრინცია, მეორე წარმატებული მოდელი. სიყვარულის ისტორია, რომელმაც ერეკლე II-ის შთამოვალი საქართველოში დააბრუნა და ცხოვრების ახალი ფურცელი, რომელსაც პრიცნი ხუანი თავის ახალ წიგნთან ერთად გადაშლის. მალე გამოცემლობა "პალიტრა L" ესპანეთში მცხოვრები ქართველი პრინცის წიგნს გამოსცემს, რომელშიც ხუანის თვალით დანახული საქართველო იქნება აღბეჭდილი. წიგნის გაყიდვით შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოხმარდებათ.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა "პალიტრა მედიაში" მოსვლის საშუალება. ჩემი სტუმრობის მიზეზია ჩემი წიგნი, რომელსაც გამოცმელობა "პალიტრა ლ" დაბეჭდავს. ეს იქნება ფოტოგრაფიული ჟანრის წიგნი, რომელშიც საქართველოს ულამაზესი ადგილები შევა. მინდა ჩვენი ისტორიული ქვეყანა სახალხოდ წარმოვაჩინო. წიგნი გაიყიდება როგორც საქართველოში ასევე, მის ფარგლებს გარეთ", - გვეუბნება იოანე დე ბაგრატიონ-მუხრანელი.

პრინცის მეუღლე, მოდელი ქრისტინე დე ბაგრატიონ-მუხრანელი წყვილის ცხოვრებაში იმ მთავარი მოვლენაზე საუბრობს, რომელიც მალე საქართველოში შედგება. სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ჯვრისწერას სვეტიცხოველში გეგმავენ. ქორწილის მოსაწვევები სხვადასხვა სამეფოს წარმომადგენლებთან მალე გაიგზავნება. სტუმრების სიაში დიდი ბრიტანეთის სამეფოს ოჯახიც მოიაზრება. უპასუხებს თუ არა უინძორთა დინასტია მოწვევას დადებითად, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ სიუჟეტი სამეფო წყვილის შესახებ

დაათვალიერეთ ბაგრატიონ-მუხრანელების საოჯახო ფოტოები

"ქორწილის მოსაწვევი შეიძლება ბრიტანეთის სამეფო კარასაც გავუგზავნოთ. მათი ჩამოსვლა ძალიან კარგი იქნება, თუმცა სერიოზული მომზადება სჭირდება. სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რომელიმე მათგანი თუ შეძლებს ჩამოსვლას. საქართველოში ქორწილი ჩემი ოცნება იყო. ის სრულდება. ჩვენ მივიღეთ ნებართვა სვეტიცხოველში ჯვრისწერისა. ვფქირობ, ჩვენი ქორწილი კარგი საშულებაა საქართველოში მოვიწვიოთ სხვა სამეფო ოჯახის წევრები და სტუმრები. გვინდა მათ ვაჩვენოთ ქართული სტუმრთმოყვარეობა. ასევე მინდა, რომ ჩვენი ქორწილი ქართველმა ხალხმაც გაიზიაროს, ისინი ჩემი პირველი სტუმრები არიან", - აღფრთოვანებით ყვება ნეფე.

"ყველაფერი თუ ისე წარიმართა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, სტუმრები სავარუდოდ ორი-სამი დღით ჩამოვლენ. ქორწილის დღის გარდა ჩვენ ვგეგმავთ, რომ მათ ნახონ საქართველო. მაქსიმალურად ეზიარონ ქართულ კულტურას, ღვინოს. გაეცნონ უკეთესად ქართულ სამზარეულოს" - ამბობს ქრისტინე დე ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს საქორწინო კაბის დეტალებს.

ეტიკეტი და ცხოვრების წესის შეცვლა

ქრისტინე ამბობს, რომ ახალი სტატუსი განსაკუთრებულ შეზღუდვას ან აკრძალვებს არ გულისხმობს. თუმცა, მეუღლის ნათესაური სხვა კავშირები სამეფო კარის წარმომადგელებთან ურთიერთობის აუცილებლობას მოითხოვს: "ხშირად ვხვდებით მონაკოს პრინცსსა და მის მეუღლეს პრინცესა შარლენს. ულამაზესი პრინცესაა. მონაკოში წელიწადში რამდენიმე სამეფო წვეულებას აწყობენ. იოანემ ახალახან მიიღო მოწვევა საზაფხულო ბალზე, რომელიც ივნისში "ბალ დე ტეს " სახელით გაიმართება. სხვა პრინცები და პრინცესებიც არიან მიწვეულნი"

ხუანმა და ქრისტინამ ერთმანეთი საერთო მეგობრების დახმარებით გაიცნეს. პრინცი, რომლის სხეულშიც საქართველოსა და ესპანეთის სამეფო საგვარეულოს სისხლი ჩქეფს, სამშობლოში დაბრუნებაზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. უკვე წელიწადნახევარია, რაც წყვილი თბილისში ცხოვრობს: "საქართველოში დაბრუნების შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველებს, იმისთვის თუ როგორ თბილად მიმიღეს მეც და ჩემი მეუღლეც. ჩემმა ბაბუამ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო რევოლუციის გამო დატოვა. მან გაიარა ძალიან რთული გზა. მიატოვა სახლი, მამული. ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყნებში. საბოლოოდ ის დამკვიდრდა ესპანეთში, სადაც ბებიაჩემზე ესპანეთის სამეფო კარის წარმომადგენელზე იქორწინა. მამაჩემი ყოველთვის ცდილობდა იმას, რომ დავბრუნებულიყავით საქართველოში, თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო. შორიდან ის ყველაფერს აკეთებდა ჩვენი ქვეყნისთვის. ეხმარებოდა საქართველოს საგარეო საქმეებში. მე მას დიდ მადლობას ვუხდი, საქართველო ასე რომ შემაყვარა", - იხსენებს პრინცი.

პრინცისა და პრინცესას სამომავლო გეგმები

"ჩემი სამოდელო კარიერის გარდა, სორბონის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი. თუმცა, იოანე დამპირდა, რომ ეს მომავალში აუცილებლად მოხდება. მთხოვა ეს პერიოდი მისთვის მეჩუქებინა. ჩვენ ასე შევთანხმდით, რომ პირველ რიგში მისი მთელი ცხოვრების ოცნება აგვესრულებინა და წამოვედით საქართველოში საცხოვრებლად".

ქორწილის სამზადისს დიდი დრო მიაქვს. მიუხედავად ამისა, სწავლისთვის ორივე იცლის - ქრისტინე მაგისტრატურისთვის, ხუანი კი ქართული დამწერლობისთვის. ქრიტინე დე ბაგრატიონ-მუხრანელი სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობით აგრძელებს.

პრინცი იოანე კი მალე ქართულად ალაპარაკების პირობას დებს: "ქართული ენის საფუძვლიანი შესწვალა დავიწყე. სიტყვების უმეტესობა მესმის. ქართული ენის შესწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მე მალე, აუცილებლად ავლაპარაკდები ქართულად".

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა