საქართველოში ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები შემოდის

საქართველოში ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები შემოდის

"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია