ბავშვების უფასო გასინჯვა ხერხემლის გამრუდებასა და ბრტყელტერფიანობაზე - ისარგებლეთ სპეციალური პროგრამით

ბავშვების უფასო გასინჯვა ხერხემლის გამრუდებასა და ბრტყელტერფიანობაზე - ისარგებლეთ სპეციალური პროგრამით

ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში 80%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. სქოლიოზების თემა საქართველოშიც მწვავეა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სასკოლო ასაკის ბავშვებში. როგორც ჩანს, სიმაღლესთან შეუფერებელი მერხები და მძიმე ჩანთები საბოლოოდ მაინც ტოვებენ კვალს. ამას ემატება ბავშვების პასიური ფიზიკური აქტივობაც. ჩვენს შვილებს ეზოში სირბილს ხომ კომპიუტერთან ან ტელეფონით ხელში საათობით ჯდომა ურჩევნიათ. სპორტული სექციებიც არ არის ხელმისაწვდომი "ხელფასიდან ხელფასამდე" რეჟიმით მცხოვრები ოჯახებისთვის. ერთი სიტყვით, ხერხემლის პრობლემები მოზარდებს მასობრივად აღენიშნებათ. სანამ სიმპტომები თვალნათლივი გახდება, ბავშვი რაც შეიძლება ადრე უნდა უნდა გასინჯოს ორთოპედმა და მკურნალობაც ადრე უნდა დაიწყოს. ამიტომ მშობლებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის პროგრამა, რომელსაც ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს.

ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ბავშვს უფასოდ გასინჯავს ორთოპედი ხერმლის პათოლოგიებსა და ბრტყელტერფიანობაზე. თუ მასაჟი, ვარჯიში ან სხვა სახის მკურნალობა დასჭირდება, მერია ხარჯებს 70%-ით დაუფინანსებს. ხოლო მათ, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, მკურნალობა 100%-ით დაუფინანსდება.

პროგრამა ითვალისწინებს სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგს და სკრინინგის ფარგლებში გამოვლენილი დაავადებების აღდგენით თერაპიას. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, სკრინინგის პროგრამა დედაქალაქის ბიჯეტიდან ფინანსდება.

დაფინანსების პირობები:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია