ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო რამ გამიკეთებია, მაგრამ ღმერთი, რჯული, მე ქალზე მოძალადე არ ვარ - შალვა რამიშვილი

ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო რამ გამიკეთებია, მაგრამ ღმერთი, რჯული, მე ქალზე მოძალადე არ ვარ - შალვა რამიშვილი

ირაკლი რუხაძე არის ბირჟაზე მოთამაშე, თავის მომსახურებას სთავაზობს ბევრს და შეიძლება, მურუსიძე და მოსამართლეები თავის პაკეტში ჰყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გასული წლის დეკემბერში, ტელეკომპანია "იმედის" დირექტორმა გიორგი ბახტაძემ ეთერში მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაცემაში მიწვევა მოსთხოვა.

რამიშვილმა ჟურნალისტებს "ვაიბერ" მიმოწერაც წაუკითხა, სადაც მურუსიძისა და კონკრეტული მოსამართლეების გადაცემაში მიწვევაზეა საუბარი. რამიშვილის თქმით, ამის შემდეგ სწორი იქნებოდა, ტელევიზიიდან წამოსულიყო, თუმცა "შეცდომა დაუშვა და ტელევიზიაში დარჩა".

მან საზოგადოებას აღნიშნული გადაცემის გამო ბოდიში მოუხადა. რამიშვილი ტელეკომპანიიდან მის გათავისუფლებას მის უარს უკავშირებს, რომ გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკურ თამაშებში.

"გიორგი ბახტაძემ მითხრა, რომ აქვს მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი, რომელიც ჩაიწერა თათია სამხარაძემ, სადაც "მასზე სექსუალურად ვძალადობ" და თუ მე მშვიდად და წყნარად არ გავეცლები ტელევიზიას, ის ჩანაწერი ალბათ სადღაც აიტვირთება, თვითონ წავა პროკურატურაში, იქნება დიდი სკანდალი. მე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი თქვენგანისთვის არასასიამოვნო რამ გამიკეთებია. მათ შორის, ისეთი რამ, რაც ჩემს მეუღლეს არ მოსწონს. მე არ ვარ უცოდველი ადამიანი და უამრავი ცოდვა ჩამიდენია, მაგრამ მე არ ვარ მოძალადე. ღმერთი, რჯული, მე ქალზე მოძალადე არ ვარ. ამიტომ ჩემს სიმართლეში დარწმუნებული, წავედი პროკურატურაში და პირველმა მე შევიტანე განცხადება. ბახტაძემ მეორე დღესვე მოირბინა და იურიდიული თვალსაზრისით სულელური წერილი მოგვცა, სადაც ყველა პროექტი დახურა. ეს იყო ანგარიშსწორება, რომ მე რუხაძის პოლიტიკურ ინტერესს გადავეღობე. გამოძიების საქმეა დაადგინოს ვისთან ურთიერთობდა ბახტაძე 2015 წლის 17-18 დეკემბერს", - აღნიშნა შალვა რამიშვილმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა რამიშვილის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომელმაც "ვაიბერ" მიმოწერის საფუძველზე განმარტა, რომ შესაძლოა ამბავი სამართლებრივად შეფასდეს, როგორც ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით.

მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან შესწავლის საგანი ასევე უნდა გახდეს ის, თუ რა გახდა შალვა რამიშვილისა და კომპანია "ზენიტში" დასაქმებულ პირთა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

"შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს იმედის ადმინისტრაციის და დირექციის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, ფარული ჩანაწერის გამოყენება სამსახაურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კონკრეტული პირის და პირთა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის კუთხით. ამბავი შეიძლება შეფასდეს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძემ გამოიყენა ფარული ჩანაწერი მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე პირის და პირთა სამსახურებიდან გაშვების კუთხით. ეს ცალსახად მიიჩნევა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტად", - განმარტა მოსიაშვილმა.

რამიშვილი პროკურატურას შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე რეაგირების მოხდენის მიზნით, ორშაბათს 25 აპრილს მიმართავს.

ჟურნალისტმა ირაკლი რუხაძის პოლიტიკურ ინტერესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლი რუხაძე ტელევიზიის ჩრდილოვანი მმართველია და ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, წამყვანი მასთან კონსულტაციას გადის.

"მას სურს პოლიტიკაში მოსვლა. შესაბამისად, ის შეიძლება გარკვეულ გუნდს ლობირებს. მას აქვს როგორც ბიზნეს ინტერესები, ისე სამომავლო პოლიტიკური ინტერესები და მოსამართლეების გადმობირება მომადლიერება ასეთ გავლენიან ფულიან ადამიანს რა თქმა უნდა სჭირდება. 2012 წლის 2 ოქტომბრამდე რუხაძე ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძღრაობასთან", ახლა არ ვიცი ვის თამაშს თამაშობს, მაგრამ რუხაძე არის ბირჟაზე მოთამაშე, თავის მომსახურებას სთავზობს ბევრს და შეიძლება მურუსიძე და მოსამართლეები თავის პაკეტში ჰყავს. არ გამოვრიცხავ, როდესაც ვიღაცასთან პოლიტიკური წინადადებით მიდის ეუბნება, რომ ეს მოსამართლეები ჩემს ჯიბეშია", - აღნიშნა რამიშვილმა.

ასევე იხილეთ: შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორთან მის მიმოწერას ასაჯაროვებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია