„ქართული ოცნება“ - 20%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 19%, ”თავისუფალი დემოკრატები” - 13% - IRI-ის კვლევის შედეგები

„ქართული ოცნება“ - 20%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 19%, ”თავისუფალი დემოკრატები” - 13% - IRI-ის კვლევის შედეგები

”თავისუფალი დემორკატების” ერთ-ერთი ლიდერის გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, IRI-ის კვლევებში, პარტიულ რეიტინგებში ”ქართული ოცნება” ლიდერობს და მას გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს , ხოლო მეორე ადგილზე ”ნაციონალური მოძრაობაა”, რომელიც მმართველ ძალას მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცაგარეიშვილმა განუცხადა ”თავისუფალი დემოკრატები”, 13%-ანი მხარდაჭერით, მესამე ადგილს იკავებენ, მეოთხე ადგილზე კი 8%-ით ”ლეიბორისტული პარტიაა”.

გია ცაგარეიშვილის თქმით, IRI-ის კვლევებში ასევე საკმაოდ მაღალია ისეთი ამომრჩევლის რაოდენობა, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა და ასეთი ადამიანების მაჩვენებელი 40%-მდე მერყეობს. თუმცა, როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, IRI-ის გამოკითხვის თანახმად, იმ პირთა უმეტესობა, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ფიქრობს, რომ შესაძლოა მხარი ”ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭიროს, მეორე ადგილზე კი აქ ”თავისუფალი დემოკრატებია”, ხოლო მესამეზე - ”ქართული ოცნება”.

როგორც ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მისი პარტია ლიდერია მეორე არჩევანში. ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, გამოკითხულთა 12%, იმ შემთხვევაში, თუ ხმას უპირატეს პარტიას არ მისცემს, მხარს ”თავისუფალ დემოკრატებს” დაუჭერდა. ცაგარეიშვლის თქმით, მეორე არჩევანით, მეორე ადგილს ”ნაციონალური მოძრაობა”, მესამეს კი ”ქართული ოცნება” იკავებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."