„ურთიერთობის გაწყვეტა მისი არაეთიკური საქციელის გამო მოხდა“ – "იმედის" გენდირექტორი შალვა რამიშვილის ბრალდებებს პასუხობს

„ურთიერთობის გაწყვეტა მისი არაეთიკური საქციელის გამო მოხდა“ –  "იმედის" გენდირექტორი შალვა რამიშვილის ბრალდებებს პასუხობს

"ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილის ბრალდებებს ვრცელი განცხადებით პასუხობს. მისი ინფორმაციით, რამიშვილს სურს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ტელეკომპანიის თანამშრომლებს რეპუტაცია შეულახოს.

"დღეს პირველად მოვისმინე, რომ შალვა რამიშვილი, "იმედთან" თანამშრომლობის პერიოდში, თურმე, ჩემგან განიცდიდა ზეწოლას, ამას გმირულად იტანდა და მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ გააცნობიერა, რომ ის მსხვერპლი ყოფილა. შალვა რამიშვილს მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, როცა ამბობს, რომ ჩემსა და მას შორის მიმოწერას რამდენიმე დღეში მოჰყვა ფარული ჩანაწერით მისი დაშანტაჟება. მის მიერ დღეს გასაჯაროებული პირადი მიმოწერა შედგა გასული წლის დეკემბერში, ხოლო მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოხდა მიმდინარე წლის აპრილში. ამ მიმოწერაში აშკარად ჩანს, რომ მე მას ვთავაზობ სტუმრების მოწვევას ოპონირებისთვის; იქვე ფიქსირდება, რომ მას შეუძლია მისთვის მისაღები ნებისმიერი რესპონდენტის შერჩევა. ასეთი კომუნიკაცია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია.

რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა, მიმდინარე წლის აპრილში, მოხდა მისი უაღრესად არაეთიკური საქციელის გამო, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და ეწინააღმდეგება "იმედის" კორპორატიულ ფასეულობებს. შესაბამისად, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არც დროითი და არც შინაარსობრივი კავშირი არ აქვს.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელევიზიის მართვაში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი, ტელევიზიის მმართველი გუნდი, ჟურნალისტები. რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, მას ტელეკომპანიის მართვასთან კავშირი არ აქვს და არც არხზე მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას. რატომ ჰგონია შალვა რამიშვილს, რომ მასთან და მასთან დაკავშირებულ შპს-სთან დამშვიდობებას სჭირდება ბიზნესმენების კონკლავი, რაიმე შეთქმულება ან დაშანტაჟება ფარული ჩანაწერებით, გაუგებარია.

შალვა რამიშვილის დღევანდელი განცხადება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ ტელეკომპანია "იმედისა" და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ: შალვა რამიშვილი "იმედის" დირექტორთან მის მიმოწერას ასაჯაროვებს

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/161908-shalva-ramishvili-qimedisq-direqtorthan-mis-mimotseras-asajarovebs.html

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია