გია ცაგარეიშვილი - IRI-ის კვლევებში კოალიციის სუბიექტებიდან რეიტინგი მხოლოდ ”ქართულ ოცნებას” და ”რესპუბლიკელებს” ”ესინჯებათ”

გია ცაგარეიშვილი - IRI-ის კვლევებში კოალიციის სუბიექტებიდან რეიტინგი მხოლოდ ”ქართულ ოცნებას” და ”რესპუბლიკელებს” ”ესინჯებათ”

”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, IRI-იმ საკუთარ კვლევებში, დაშლის შემთხვევაში კოალიციის სუბიექტების შანსები მოსინჯა და შედეგების თანახმად, აქაც პარტია ”ქართული ოცნება” ლიდერობს.

ცაგარეიშვილის თქმით, IRI-ის კვლევა, კოალიციის დაშლამდე ჩატარდა, თუმცა დეპუტატის ინფორმაციით, შედეგების თანახმად, პარტია ”ქართული ოცნების” გარდა, კოალიციის სუბიექტებიდან რეიტინგი მხოლოდ ”რესპუბლიკურ პარტიას” ”ესინჯება”.

გია ცაგარეიშვილის განცხადებით, კოალიციის დაშლის შემთხვევაში, IRI-ის კვლევებში, პარტიების რეიტინგების რიგითობა პრაქტიკულად უცვლელია - პირველ ადგილს პარტია ”ქართული ოცნება” იკავებს, მას 1%-ით ჩამორჩება ”ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზეა ”თავისუფალი დემოკრატები”, მეოთხეზე ”ლეიბორისტული პარტია” და დაშლილი კოალიციის სუბიექტებიდან, 1%-ანი მხარდაჭერა აქვს ”რესპუბლიკური პარტიას”.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."