პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ სამ ადგილს პაატა ბურჭულაძე, დავით სერგეენკო და ირაკლი ალასანია იკავებენ - "თავისუფალი დემოკრატები"

პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ სამ ადგილს პაატა ბურჭულაძე, დავით სერგეენკო და ირაკლი ალასანია იკავებენ - "თავისუფალი დემოკრატები"

„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ლიდერობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წარმომადგენელმა, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა, ბურჭულაძის მიმართ პოზიტიურად რესპონდენტთა 75 %-ია განწყობილი. პოლიტიკოსთა რეიტინგში 64 %-ით მეორე ადგილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს უკავია, 60 %-60 %-ით „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მეხუთე ადგილზე 56 %-ით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შემდეგზე - 54 %-ით კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე.

„ირაკლი ასალანია არის ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს. ამას აჩვენებს ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვა გამოკითხვებიც. კველევებში, როგორც წესი, ჩნდებიან, შემდეგ კი ქრებიან კონკრეტული სახეები, თუმცა ირაკლი ალასანია თავის ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

IRI-მ დღეს პარტიებისთვის პოლიტიკური რეიტინგების გაცნობა დაიწყო. რეიტინგებს უკვე გაეცნენს „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."