რა ასაკიდან უნდა მიაქციოს ყურადღებმა მშობელმა ბავშვის მხედველობას? - ოფთალმოლოგის რჩევები

 რა ასაკიდან უნდა მიაქციოს ყურადღებმა მშობელმა ბავშვის მხედველობას? - ოფთალმოლოგის რჩევები

რა ასაკიდან უნდა მივაქციოთ ყურადღებმა ბავშვის მხედველობას და როგორი უნდა იყოს ბავშვის მხედველობითი რეჟიმი, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ოფთალმოლოგი, ნანა კვაჭაძე გვესაუბრება.

- ბავშვის მხედველობის შემოწმება უნდა მოხდეს სიცოცხლის პირველ დღეებში, შემდგომ სამი, ექვსი თვის და ერთი წლის ასაკში. არეულ ასაკში ხდება რეფლექსების შემოწმება (წითელი რეფლექსი, რქოვანას სინათლის რეფლექსი, თვალის ფსკერის დათვალიერება). სამი წლიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულებით. ხშირად, მშობლები თავს იკავებენ ოფთალმოლოგთან ვიზიტისგან, რადგან ხშირად ბავშვები კვლევის პროცესში არ ჩერდებიან (საუბარია 3 წლამდეა ბავშვები) ასეთ შემთხვევებში ბავშვის მხედველობის ფუნქციების შემოწმებას ვახერხებთ სათამაშოების და ბავშვებისის განკუთვნილი სპეციალური გასართობი მოწყობილობების საშუალებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგთან ვიზიტი სკოლაში მისვლამდე, რადგანაც ამ დროს მატულობს მხედველობითი დატვირთვა, რეფრაქციის მანკის დროს კი (როგორიცაა მიოპია, ჰიპემეტროპია, ასტიგმატიზმი) იწყება დაძაბვის თავის ტკივილი, რაც ხელს უშლის მეცადინეობის პროცესს.

- შესაძლებელია მხედველობის პრობლემა დაბადებიდან ჰქონდეს ბავშვს?

- დიახ, შესაძლებელია ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი ოფთალმოლოგიური პათოლოგიით, როგორებიცაა: მიკოროკორნეა, მიკოფტალმი, გლაუკომა, კატარაქტა და სხვა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია