ვალერი ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია - 27 წლის სპორტსმენმა კონტინენტის პირველობა მესამედ მოიგო

ვალერი ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია - 27 წლის სპორტსმენმა კონტინენტის პირველობა მესამედ მოიგო

23 აპრილს, ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ვალერი ლიპარტელიანმა (-90) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კონტინენტის პირველობა 27 წლის ლიპარტელიანმა უკვე მესამედ მოიგო, სულ კი შვიდი ფინალი აქვს ნაჭიდავები.

გადამწყვეტ შეხვედრაში ლიპარტელიანმა უნგრელ კრისტიან ტოზს მოუგო. ნახევარფინალში მან პოლონელი პიოტრ კუჩერა, 1/4-ფინალში კი უკრაინის სახელით მოჭიდავე ქუეჯაუ ნჰაბალი დააიპონა. მანამდე ლიპარტელიანმა სლოვაკ მილან რანდლსა და სლოვენიელ მიჰაელ ჟგანკს აჯობა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ყაზანში მოპოვებული 6 მედალია - 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსი.

დღესვე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ლევან მატიაშვილი, რომელიც ტედი რინერთან ნახევარფინალში წაგების შემდეგ, უნგრელ ბარნა ბორს შეხვდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია