კომპანია "არქი ჯგუფში" ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზებზე საუბარი უჭირთ

კომპანია "არქი ჯგუფში" ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზებზე საუბარი უჭირთ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მშენებარე კორსპუსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფს" ეკუთვნის. კომპანიაში ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, მიზეზს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის დეტალებს, "არქი ჯგუფის" ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის საწყობში გაჩნდა.

"საბედნიეროდ ხანძარი ლოკალიზებულია და დაშავებულები არ არიან. ცეცხლი ჩვენს საწყობში გაჩნდა, თუმცა მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დამწვარია სამშენებლო მასალები, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ კორპუსი ენერგოეფექტური და ცეცხლმდგრადი ბლოკით შენდება, რომელიც 7 საათის განმავლობაში უძლებს ხანძარს, ცეცხლი დიდ ფართზე არ გავრცელებულა", - განაცხადეს კომპანიაში.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე აღნიშნულ კორპუსში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია