"სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით დადიან ერთად" - ილია მეორის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

"სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით დადიან ერთად" - ილია მეორის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ იქადაგა.

"ადამიანის ცხოვრება საოცრად განსხვავებულია. დრონი იცვლებიან და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით. სიხარული და მწუხარება თითქოს ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როგორც ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა, დიდებიდან მწუხარებამდე ერთი ნაბიჯია. დღეს ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ზეიმით შესვლას იერუსალიმში, სადაც მას ხალხი უგებდა ტანსაცმელს და ხის ტოტებს. უფალი ტიროდა, იმიტომ, რომ ხედავდა იმ ხალხის სისუსტეს. იგივე ხალხი, რომელიც ადიდებდა უფალს და უგალობდა ოსანას, რამდენიმე დღეში იყვირებდა "ჯვარს აცვი იგი". ასეთი ცვალებადია ადამიანი და ჩვენ შევთხოვთ უფალს გაგვაძლიეროს ჩვენს სიკეთეში, გაგვაძლიეროს ჭეშმარიტ რწმენაში, მართლმადიდებლობაში, ასევე გააძლიეროს ჩვენში სიყვარული, მიმტევებლობა და ცოდვათა ჩვენთა განცდა", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისი თქმით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირა დარჩა და იგი ღმერთს შესთხოვს, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ღირსეულად მოვემზადოთ ამ დიდებული დღესასწაულის შესახვედრად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია