რიკოთის გვირაბში 25-26 აპრილს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში 25-26 აპრილს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში 25 და 26 აპრილს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება,- ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი იფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და ელექტრო-მექანიკური სისტემების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 და 26 აპრილს, ღამის 00:00 საათიდან, 07:00 საათამდე გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლია.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია