რა ეტაპზეა საცობების განტვირთვის ახალი გეგმა: მერიის პასუხი მაღალსართულიან პარკირებასა და ბენზინგასამართი სადგურების გადატანაზე

რა ეტაპზეა საცობების განტვირთვის ახალი გეგმა: მერიის პასუხი მაღალსართულიან პარკირებასა და ბენზინგასამართი სადგურების გადატანაზე

მაღალსართულიანი პარკირება და თითქმის ერთი თვის წინ თბილისის მერმა დედაქალაქში მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობის შესახებ დააანონსა და განაცხადა, რომ აღნიშნული სამუშაოების დასაწყებად ტენდერი გამოცხადდებოდა.

დავით ნარმანიამ თბილისში მანქანებით გადატვირთულ ტროტუარებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ თვალსაზრისით სიტუაცია შეისწავლეს და კომპანია "სითი პარკს" 500-ზე მეტი ადგილი ჩამოართვეს, სადაც წინა ხელისუფლების პირობებში პარკირებასთან დაკავშირებით თანხმობა იყო მიცემული. თბილისის მერის თქმით, პარკირება ეტაპობრივად ამჟამად არსებულ 1500-მდე ადგილზე გაუქმდება.

იხილეთ ვიდეო| თბილისის მერიამ საცობების განტვირთვის ახალი გეგმა წარადგინა

"მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში მერიას ჩაბარდება, მასზე დაყრდნობით საინვესტიციო პროექტებს მოვამზადებთ და გამოვაცხადებთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს", - აღნიშნავდა დავით ნარმანია განცხადებაში.

მალევე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიას ახალი გეგმა ჰქონდა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი თბილისის ცენტრიდან რამდენიმე ბენზინგასამართი სადგურის გადატანაც შედიოდა. ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ლაგუნა ვერესთან" მდებარე "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურის გადატანაზე თბილისის მერია კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობდა.

რა ეტაპზეა ამჟამად პროცესები, გამოცხადდა თუ არა ტენდერი მაღალსართულიანი პარკირების საკითხზე და როგორ მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები? როგორც AMBEBI.GE-ს მერიაში განუცხადეს, არსებობს საცობების მართვის 5-პუნქტიანი გეგმა.

"ამ გეგმაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა 2016 წლისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომების, პარკინგის ადგილების მოწყობა. ამ ეტაპზე, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის მიზნით, მიმდინარეობს 12 ლოკაციის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საკონსულტაციო კომპანია pwc-ის მიერ. კვლევა ასევე, დამუშავდება საინვესტიციო წინადადების დონზე" - განგვიცხადეს მერიაში.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, დასრულებული ვარიანტი აპრილის ბოლოს განიხილება და მის საფუძველზე კერძო ინვესტორებისთვის წინადადების მომზადება და ინტერესთა გამოხატვა მოხდება. რაც შეეხება, მეორე საკითხს, როგორც მერიაში აცხადებენ, მარჯვენა სანაპიროზე გზის ("ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორია) გაფართოების მიზნით, თბილისის მერია კერძო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ვისოლ ჯგუფთან" და კომპანია "ლასასთან", პროცესი დაახლოებით, სამ თვეს გაგრძელდება. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მარჯვენა სანაპიროს გაფართოების საკითხი",- აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია