გაიზრდება თუ არა საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი

გაიზრდება თუ არა საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვი

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან თითქმის ყველანაირი საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა.

დაპირისპირება შეეხო ტურიზმის სფეროსაც, შესაბამისად, რუსი ტურისტები თურქეთის კურორტებზე აღარ ჩადიან.

ეგვიპტეში რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავის ჩამოვარდის შემდეგ კი რუსი ტურისტები არც ეგვიპტის კურორტებს სწყალობენ.

ტურიზმის ექსპერტების ერთი ნაწილის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველომ უნდა მოახერხოს უფრო მეტი რუსი ტურისტის მოზიდვა. თუმცა, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთის ტურიზმის ბაზარი საფრთხის შემცველია და მათზე დაყრდნობამ შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკა აზარალოს.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კარგად, რომ რუსეთში გამოთავისუფლებული ნაკადი ტურისტების სახით, საქართველოში ჩამოვიყვანოთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუსეთიდან საკმაოდ ბევრ ინფოტურებს აკეთებს, ლამის 2-3 დღეში ახალ-ახალი ტურ-ოპერატორები ჩამოჰყავთ და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა, მაგრამ არა საკმარისი", - ამბობს ALLNEWS.GE-სთან საუბრისას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მომგებიანი რუსი ტურისტებია.

"რუსი ტურისტი ბევრი ქვეყნისთვის არის ყველაზე კარგი "სანადირო ნადავლი". იგივე, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ყველა ნადირობს რუს ტურისტებზე. მაგალითად, ბულგარეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსი ტურისტებისთვის ფრენების 100%-იან სუბსიდირებას აკეთებს, ჩეხეთის მთავრობამ ფრენების 50%-იანი სუბსიდირება აიღო თავზე და 500 დოლარიანი პაკეტები შესთავაზა რუს ტუროპერატორებს, შესაბამისად მიიღეს ბევრი რუსი ტურისტი. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია