"აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს..." - ლევან მურუსიძე არასამთავრობოებს ემუქრება?

 "აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს..." - ლევან მურუსიძე არასამთავრობოებს ემუქრება?

"აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვინ ვის უკან დგას, ვინ და როგორ დააფინანსა, მაგრამ ყველაფერი არ არის სალაპარაკო" - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ ანგარიშს, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას შეეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გააცნეს.

"ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და რამდენად გამოვლინდა საბჭოს მიერ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრინციპის უგულვებელყოფა. ძირითადი პრობლემა, რაც შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს უკავშირდება - როგორც ჩანს, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა ვერ განხორციელდა ისე, რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო, თუ რატომ დაინიშნა ესა თუ ის კანდიდატი მოსამართლედ და რატომ არ დაინიშნა სხვა კანდიდატი", - აღნიშნა საია-ს იურისტმა ეკა ციმაკურიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არასამთავრობო სექტორს მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვისკენ მოუწოდებს: "შევთანხმდეთ და შევხვდეთ, განვიხილოთ ყველა საკითხი. არ გვინდა აგრესიული ტონი, თორემ მეც მაქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი აქ არ ითქმება. მეც მაქვს ინფორმაცია, თუ ვინ დგას ვის უკან, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა და როგორ მოხდა, ვინ დააფინანსა და ა.შ. ამიტომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ყველამ ყველაფერი ვიცით რა ხდება", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები