თბილისის რამდენიმე რაიონს ხვალ ენერგომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება 27 აპრილს დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონში. კერძოდ, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდის მოედნის, ალადაშვილის, ერისთავის, ერევნის და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის, ტაბიძის, რაზმაძის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, წყნეთის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, გაბაშვილის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, სანდრო ეულის, პოლიტოვსკაიას და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელ დიღომის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, პანკისის, ნატახტარის, ტეხურის, ბზვანელის, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის, ტუსკიას და იყალთოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერენტი გრანელის, მარჯანიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.