თბილისის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

თბილისის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰექტარი ფართის გასხვისებას აპროტესტებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" თავმჯდომარის, ბესო შენგელიას თქმით, ისინი თბილისის მერისგან მოითხოვენ, შეწყდეს 4 ჰექტარი ფართის გასხვისება, ასევე შეწყდეს აუქციონი, რომელიც 3 მაისს უნდა გაიმართოს და ბოტანიკური ბაღი დარჩეს იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ის დღეს იმყოფება.

თბილისის მერიის შენობის პერიმეტრზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."