ნებულა: უნიკალური საიტი აბიტურიენტებისთვის და 10 000 ლარის მოგების შესაძლებლობა!

ნებულა: უნიკალური საიტი აბიტურიენტებისთვის და 10 000 ლარის მოგების შესაძლებლობა!

აბიტურიენტობის მძიმე წელი დასასრულს უახლოვდება და სულ მალე ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაც დაიწყება. ჩასაბარებელი საგნებიდან ზოგადი უნარები დღემდე ყველაზე პრობლემატურია. ის სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის, ხოლო სწავლების პრაქტიკა სხვა საგნებთან შედარებით ბევრად უფრო მცირეა. გამოცდებისთვის მზადების სირთულეების შესახებ ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, ვინც უკვე გაიარა ეს ეტაპი და გამოცდილი აქვს, რას ნიშნავს იყო აბიტურიენტი. დასაფასებელია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ სურვილი, იდეა, გაუმარტივონ შემდგომ თაობას ის სიძნელეები, რაც თავად გამოიარეს და მეტიც, განახორციელონ იდეა პრაქტიკაში.

Nebula.ge ციფრული პლატფორმა, რომელიც ზოგადი უნარების სწავლასა და მაღალი ქულის მიღებას უმარტივებს აბიტურიენტებს, სწორედ ასეთმა ადამიანებმა შექმნეს. გიორგი ჭილაიამ სანდრო დოლიძემ, და კიდევ რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტეს შეექმნათ ინოვაციური პლატფორმა, რომლის საშუალებით აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებისთვის თანამედროვე გზით მოემზადებიან. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ ამარტივებს აბიტურიენტობას nebula.ge, ამის შესახებ ერთ-ერთ დამფუძნებელი, სანდრო დოლიძე გვიყვება:

"არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ თვითონ ვიყავით აბიტურიენტები. ზუსტად მახსოვს ის შიშები და ფიქრები, რომელიც ყველა აბიტურიენტისთვის უნივერსალურია: ფიქრები მომავალ პროფესიაზე და ჩაბარებაზე. გამოცდის დღის გონებაში წარმოდგენა და დაუმთავრებელი კამათი მასწავლებლებთან, რომ ტესტებში უეჭველი შეცდომაა გაპარული და მე არაფერი არ შემშლია გამოთვლებში.

კარგად გვახსოვდა რამდენად რთული იყო ეს წელი და გადავწყვიტეთ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც ჩვენს შემდეგ შეუდგებოდა ამ გზას, გაგვემარტივებინა ჩაბარების პროცესი - ასე შეიქმნა ნებულა."

საიტი სამი ნაწილისგან შედგება:

1. ვიდეო გაკვეთილები - ყველა ის თემა, რომელიც აბიტურიენტს გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად დასჭირდება, ახსნილი მარტივი და გასაგები ენით.

"ჩვენ ზუსტად გვახსოვს რა მოგვწონდა და რა არ მოგვწონდა, როდესაც ახალ მასალას გვიხსნიდნენ. გვახსოვს ყველა ის დეტალი, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებით აბიტურიენტობის პერიოდში და სწორედ ამ ცოდნის გამოყენებით შევქმენით ნებულას ვიდეო კურსი. " - აცხადებენ პროექტის შემქმნელები - "გაკვეთილების შედგენაზე მუშაობდნენ როგორც მასწავლებლები და ლექტორები, ასევე აბიტურიენტები და საბოლოო ჯამში მივიღეთ ოპტიმალური ნაზავი, რომელიც სრულიად შეესაბამება გამოცდების მოთხოვნებს და, ამავდროულად, მაქსიმალურად არის მორგებული აბიტურიენტებზე.“

2. სავარჯიშო გარემო - ნებულა გაძლევთ საშუალებას ივარჯიშოთ თქვენს ტესტებზე კომფორტულ გარემოში. მეტი ყურადღება დაუთმოთ იმ ტიპის დავალებებს, რომლებიც ყველაზე მეტად გიჭირთ და ნებისმიერ დროსა და ადგილას გაიმყაროთ თქვენი ცოდნა.

3. გამოცდის სიმულაცია - ნებულა სისტემაში მოხვედრილი დავალებების მეშვეობით ადგენს ტესტს. აბიტურიენტს შეუძლია გაიაროს ზოგადი უნარების გამოცდის სრული სიმულაცია, ანუ გამოყოს 3 საათი, დაწეროს ტესტი და გაიგოს რამდენ ქულაზე არის ის მზად მოცემულ მომენტში.

ამ ყველაფერს აერთიანებს ნებულას ანალიტიკური ალგორითმი. ის ითვლის აბიტურიენტის მიერ დახარჯულ დროს თითოეულ საკითხზე, ხვდება რომელი ტიპის კითხვები უჭირს მას ყველაზე მეტად და შემდეგ ურჩევს, თუ რას მიაქციოს ყურადღება. ყოველი დაწერილი გამოცდა მეტ ინფორმაციას აძლევს ნებულას აბიტურიენტის მომზადების დონეზე და ამარტივებს სწვლების პროცესს.

საიტს ორი ვერსი აქვს: ფასიანი და უფასო. უფასო ვერსიაზე შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე საჩვენებელ ვიდეოს, ივარჯიშოთ ნებისმიერ დროს და გაიაროთ გამოცდის ერთი სიმულაცია. ფასიანი ვერსია, რომელიც ერთჯერადად 100 ლარი ღირს და ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებამდე გაგრძელდება, გამოცდის 24 სიმულაციის გავლის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, სავარჯიშოებთან ერთად ის ვიდეო-გაკვეთილების სრულ კურსს მოიცავს.

ფასიანი ვერსიის მომხმარებლებს კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა აქვთ : აქციონ საკუთარი ცოდნა 10 000 ლარად!

ის, ვინც ნებულას მოსწავლეებს შორის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს, ნებულას ფონდი 10 000 ლარიან გრანტს გადასცემს, რომელიც მის მიერ არჩეულ უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებას მოხმარდება. თუკი მას უკვე ექნება დაფინანსება, ნარჩენი თანხა მას სტიპენდიის სახით დაენიშნება.

იხილეთ ვიდეო აქ, რომელიც უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით ნებულას შესახებ.

შეგიძლიათ ახლავე გადახვიდეთ საიტზე www.nebula.ge და ახლოდან გაიცნოთ ნებულა.

გისურვებთ წარმატებებს!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია