შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე იაშვილის კლინიკიდან გაწერეს. 15 წლის მოზარდი სახლის ფანჯრიდან ერთი თვის წინ გადმოვარდა და სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მას დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი და ფეხები. ევას იაშვილის კლინიკაში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ფეხებში მგრძნობელობაც დაუბრუნდა. გოგონა თავს კარგად გრძნობს, რასაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს, რომელსაც ევა კლინიკაში ყოფნის პერიოდში ავრცელებდა.
ჩვენ შევეცადეთ შორენა ბეგაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს. AMBEBI.GE შორენა ბეგაშვილის მეგობარს, პროდიუსერ კახი მამულაშვილს დაუკავშირდა: "ევა კლინიკიდან გუშინ გამოწერეს. რეაბილიტაციის კურსის გავლაა ახლა საჭირო, რომელსაც, ალბათ, საქართველოში არ გაივლის".
გავრცელებული ინფორმაციით, ევა ბარბაქაძეს რეაბილიტაციას ორი თვე დასჭირდება.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
წაიკითხეთ:
"ღმერთმა ევა მეორედ მაჩუქა" - შორენა ბეგაშვილის პირველი კომენტარი ქალიშვილის ინციდენტის შემდეგ