ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Gem-fest-ის VIP სტუმრებს პირველად,ანაკლიაში საფესტივალო დღეების განმავლობაში, 800 პერსონაზე გათვლილი გემი მოემსახურება. გემ-სცენა ანაკლია-განმუხურის სანაპიროსთან,ასევე შუა ზღაში იმოძრავებს და ორგანიზატორების ცნობით,ბათუმის სანაპირო ზოლსაც მიუახლოვდება.
3 სართულიანი გემ-სცენა,რომელიც ანაკლიის სანაპირო ზოლს პირველად მიადგება,Gem-fest-ისორგანიზატორებს თურქეთიდან შემოჰყავთ.გემის მათავრ სცენაზე მოწვეული არტისტები უწყვეტ რეჟიმში დაუკრავენ.სამივე სართულზე იქნება განთავსებული საცეკვაო მოედნები,ბარები და სხვა ინფრასრტუქტურა,რაც ფესტივალს კიდევ უფრო მასშტაბურსა და შთამბეჭდავს გახდის. გემ-სცენის Line-up უახლოეს დღეებში გახმაურდება,თუმცა ცნობილია,რომ გემ-სცენის ბილეთების 57% უკვე რალიზებულია,ასე რომ Gem-fest-ის გემზე მოხვედრის მსურველებმა უნდა იჩქარონ !

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია ამბები.გე