დღეიდან საქართველოს სკოლებში სააღდგომო არდადეგები დაიწყო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში დასვენების დღეები 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
შესაბამისად, სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ოთხშაბათს, 4 მაისს განახლდება.