1-ელ და 2 მაისს ავტობუსების ნაწილი და მეტრო თბილისის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

1-ელ და 2 მაისს ავტობუსების ნაწილი და მეტრო თბილისის მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 1 და 2 მაისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ გაიყვანს, კუკია-მახათასკენ - სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე - მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე - მეტრო „სარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩა 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილს მეტროს მუშაობა 24:00 საათიდან 1 მაისის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია