"ვინმე დამეხმაროს, მიშველეთ" - ახლობლები და სამართალდამცავები 16 წლის გოგონას ეძებენ

"ვინმე დამეხმაროს, მიშველეთ" - ახლობლები და სამართალდამცავები 16 წლის გოგონას ეძებენ

ახლობლები და სამართალდამცავები 16 წლის ნინი კვაჭანტირაძეს ეძებენ. ახალგაზრდა მეორე დღეა დაკარგულია.

როგორც ”ამბები.გე”-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც დაკარგული გოგონას ნათესავები "ფეისბუქში" წერენ, ბოლოს ის თბილისში, ღვინის აღმართზე ნახეს, ამჟამად მობილური გამორთული აქვს.

"ვინმე დამეხმაროს, მიშველეთ, ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება, მომაძებნინეთ ბავშვი", - წერს დაკარგული მოზარდის ნათესავი.

"სახლიდან გუშინ გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა" - ქუთაისში 15 წლის მოზარდს ეძებენ

"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მე სხვა არავინ გამაჩნია... მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია" - დაკავებულის დედის ემოციური ინტერვიუ

როგორია ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის - ცესკოს მონაცემები