ზალიკო ბერგერი და მისი 10 წლის მეგობარი კუსა

ზალიკო ბერგერი და მისი 10 წლის მეგობარი კუსა

ალბათ, უკვე არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ბევრი ადამიანისთვის შინაური ცხოველი ოჯახის წევრის ტოლფასია.

მათ რიცხვში არიან საქართველოში ცნობილი ადამიანები. ,,ძოოცლუბ""-მა გადაწყვიტა, წარმოგიდგინოთ რუბრიკა ,,ცნობილი ადამიანები და მათი შინაური ცხოველები". დღეს ამ რუბრიკის პირველ სტუმარს, დიზაინერ ზალიკო ბერგერსა და მის საყვარელ კატას, ქალბატონ კუსას გაგაცნობთ.

ციმბირული ანგორის ჯიშის კატა, კუსა, უკვე ათი წელია, ბედნიერად ცხოვრობს პატრონთან.

- ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და მინდოდა, რომელიმე მათგანი მყოლოდა, თუმცა, ბავშვობაში ეს სურვილი ვერ ავისრულე. მერე ისე მოხდა, რომ ეს კატა ერთი დღით

მოიყვანეს ჩვენთან. მაშინ ჩვენს კორპუსთან მოშენება კეთდებოდა და ამ კონსტრუქციიდან ჩავარდა, დაშავდა და ამის გამო ცოტა ხნით დავიტოვეთ. მერე შეგვიყვარდა კიდეც და ასე შეგვრჩა, - იხსენებს ზალიკო ბერგერი.

დიზაინერის თქმით, კუსას აცრები ყოველ წელს უტარდება. რაც შეეხება დაჩიპვას, ის ფიქრობს, რომ მისი საჭიროება არ არის, რადგან ცხოველი გარეთ საერთოდ არ გადის, სულ სახლშია... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია