ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე დააკავეს

 ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტის, "მტკვარის" მებაჟე ოფიცერი პაატა ირემაძე, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

იხილეთ ვიდეო

"გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, დიდი რაოდენობით ვეტერინარული მედიკამენტების ფარულად, უკანონოდ შემოტანაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა გარკვეული თანხა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ