"ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა" - რას წერენ ნადირაშვილი და წიკლაური "ნაციონალებიდან" წასულ ვაშაძეზე

"ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა" - რას წერენ ნადირაშვილი და წიკლაური "ნაციონალებიდან" წასულ ვაშაძეზე

გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. საგანგებო ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობისგან" ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

ნახეთ ვიდეო| რას უმხელს ხალხს "ნაციონალებიდან" წასული ვაშაძე - ყველაფერი, რასაც პარტიაში ყოფნისას არ ამბობდა...

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უკვე ყოფილი თანაპარტიელის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. ნუგზარ წიკლაური და ირმა ნადირაშვილი მის საქციელს გამიზნულ ქმედებას უკავშირებენ:

"არ არსებობს არც ერთი მიზეზი, არც ერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს; ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს" - წერს ნუგზარ წიკლაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ნახეთ ვიდეო| რა სიტყვებით "აცილებს" სააკაშვილი ვაშაძეს - ექსპრეზიდენტი საგანგებო განცხადებაში ხრიკებზე საუბრობს

რაც შეეხება ირმა ნადირაშვილს, მისი თქმით, ვაშაძე სიაში ადგილისთვის იბრძოდა: "არანაირი გარანტირებული ადგილი გიორგი ვაშაძეს სიაში არ ჰქონდა (რაზეც ვითომ უარი თქვა) ადგილისთვის იბრძოდა და ამიტომაც წავიდა. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ ბიძინა დავამარცხოთ. აქ გადის ჩვენი ბრძოლის ხაზი. ჩემს პატივისცემას არ იმსახურებენ ამ ბრძოლიდან გაქცეული ადამიანები", - წერს ნადირაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."