გია უდესიანის და ძმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კომენტარს აკეთებს

გია უდესიანის და ძმის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ კომენტარს აკეთებს

გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ ცილისმწამებლური კამპანიის ლოგიკური შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"გია უდესიანის დამ, ნატო უდესიანმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ არ იცის იმ ცილისწამების შესახებ გია უდესიანის პასუხები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ისმოდა და "რეალურად ეს ბრალდებები ლოგიკურ საფუძველს იყო მოკლებული".

ამასთან, მისი თქმით, მის ძმას გააჩნია ყველა ცილისმწამებრულ ბრალდებაზე უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

"გია უდესიანს სისულელეს ედავებიან. ყიდვა-გაყიდვაში კუს ტბის წილებთან დაკავშირებით უდესიანი საერთოდ არაფერ შუაში იყო, ამაში ჩართული იყო უცხოური ფირმა. ასევე საზოგადოებამ ნახა ვიდეოფირები, რომელშიც ბესო ხარძიანის ოჯახის წევრები არა ერთხელ იყვნენ მისული გია უდესიანთან და მას თხოვდნენ დახმარებას", - განაცხადა ნატო უდესიანმა.

მისი თქმით, გია უდესიანის ადვოკატი ბრალდების მასალებს უახლოეს პერიოდში გაეცნობა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება დღეს გაკეთდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ