სამართალდამცავებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ჩინური მასაჟის სამი სალონის ადმინისტრატორები დააკავეს.
როგორც ”ამბები.გე”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულები არიან ჩინეთის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ჰონგიან ი, 1979 წელს დაბადებული იანვეი ი. და 1980 წელს დაბადებული ჩუანსია უ.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სალონებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს”, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.