"ნაციონალური მოძრაობის" პირველი ათეული ძველი "ნაციონალების" გარეშე - ვინ ვერ მოხვდა სიაში

"ნაციონალური მოძრაობის" პირველი ათეული ძველი "ნაციონალების" გარეშე - ვინ ვერ მოხვდა სიაში

გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. საგანგებო ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობისგან" ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

როგორც გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტია შესაძლოა დატოვონ სხვა წევრებმა, მათ შორის კანდელაკმა, მინაშვილმა და თაქთაქიშვილმა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი რჩებიან პარტიაში და აგრძელებენ ბრძოლას", - აცხადებენ პარტიაში.

"რეზონანსი" აქვეყნებს, ჯერჯერობით არასაბოლოო, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" პირველი ათეულის სავარაუდო სიას:

1. დავით ბაქრაძე

2. რომან გოცირიძე

3. გიორგი ქადაგიძე

4. ელენე ხოშტარია

5. სალომე სამადაშვილი

6. გიორგი კანდელაკი;

7. ზაზა ბიბილაშვილი

8. ნიკა მელია

9. ირაკლი აბესაძე

10. ოთო კახიძე

იხილეთ ვიდეო

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საარჩევნო ათეულში გარდა დავით ბაქრაძისა, პრაქტიკულად ყველა ახალი სახეა, ლოგიკურია, რომ ამან შესაძლოა პარტიაში გარკვეული განხეთქილება და უთანხმოება შექმნას. მაგალითისთვის, პირველ ათეულში არ მოიაზრებიან პარტიის ისეთი სახეები, როგორებიც არიან მიხეილ მაჭავარიანი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და ირმა ნადირაშვილი. "რეზონანსის" ინფორმაციით, პირველი ათეულის სიის ფორმირებასთან დაკაშვირებით პარტიის ძველსა და ახალ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ახლაც გრძელდება და შესაბამისად, გამორიცხული არაა ვაშაძის მსგავსად პარტიიდან წამომსვლელთა რიგებს უკვე "ძველი" "ნაციონალებიც" შეუერთდნენ" - ვკითხულობთ "რეზონანსის სტატიაში.

სალომე სარიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

წაიკითხეთ ასევე:

მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლაზე

გიორგი ვაშაძის სკანდალური განცხადება - ვინ მართავს რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" და ვის უნდოდა პარტიიდან სააკაშვილის "ჩაჩოჩება"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."