რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში: ნორმა წონის გათვალისწინებით!

 რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღეში: ნორმა წონის გათვალისწინებით!

ადამიანის ორგანიზმი 60-80% შედგება წყლისგან. როგორ შევინარჩუნოთ ეს ბალანსი? ხშირად წყალს ვსვამთ მაშინ, როდესაც წყურვილი შეგვაწუხებს, რაც არასწორი მიდგომაა.

რა რაოდენობის წყალია საჭირო დღეში?

ამისთვის ვისარგებლოთ უკვე გამზადებული ცხრილით, სადაც წონის მიხედვით ნაჩვენებია წყლის განსაზღვრული რაოდენობა.

იხილეთ ცხრილი

1. ცხელ ამინდში

ცხელ ამინდში ყოველდღიურ ნორმას დაუმატეთ 1- 2 ჭიქა წყალი.

2. რესპირატორული დაავადებები

დიდი რაოდენობით სითხის მიღება უზრუნველყოფს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

3. ორსულობა

ყოველდღიურ ნორმას მიუმატეთ კიდევ ერთი ჭიქა წყალი. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ორგანიზმი საჭიროებს კარგ ნივთიერებათა ცვლას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩაი, ყავა, წვენები არ ითვლება წყლის შემცვლელებად. წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად უმჯობესია სუფთა წყლის მიღება. ასევე არ არის რეკომენდებული გაზიანი სასმელების მიღება: ნახშირორჟანგის ბუშტუკები კუჭის მოცულობას მთლიანად იკავებს, რაც სისავსის შეგრძნებას იწვევს. შედეგად დღის მანძილზე მისაღები წყლის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება.

დღევანდელი ტექნოლოგიებით შესაძლებელია ტელეფონში (WaterCheck, Watermania, Hydro, WaterBalance) პროგრამების ჩატვირთვა, რომელიც შეგახსენებთ დღის მანძილზე წყლის ბალანსის შევსებას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია