როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრ ნარკოტიკული საშუალება "ემდემა" აღმოაჩნდათ - უახლესი ინფორმაცია სასამართლო პროცესიდან

როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრ ნარკოტიკული საშუალება "ემდემა" აღმოაჩნდათ - უახლესი ინფორმაცია სასამართლო პროცესიდან

პროკურატურა ტელეწამყვან ლევან როსტოშვილისა და მსახიობ ლაშა კურტანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, საუბარია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაზე. პროკურორის თქმით, ბრალდებულები ხშირად დადიან საზღვარგარეთ, იქ ჰყავთ ახლობლები და შესაძლოა მიიმალონ.

დაცვის მხარე ბრალდების არგუმენტებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პრევენციისთვის შესაძლოა, ბრალდებულებს საბუთები ჩამოერთვათ.

დაცვის მხარე როსტოშვილისა და კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას, ან უკიდურეს შემთხვევაში 10-10 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, თავად ბრალდებულებიც ესწრებიან, ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ემდემა" აღმოაჩნდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: ნანუკა ჟორჟოლიანი როსტოს და კურტანას დაკავებას ეხმაურება - "თავისი ეყოფათ ბიჭებს. ნუღარ უმატებთ"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ